საქართველოს რეზიდენტმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 543 000 ვიზიტი განახორციელეს

საქართველოს რეზიდენტმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 543 000 ვიზიტი განახორციელეს

2023 წლის II კვარტალში საქართველოდან რეზიდენტი მოგზაურების 698 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 35.4%-ით არის გაზრდილი. 

გასვლების უდიდესი ნაწილი, 47% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. რაც შეეხება ვიზიტორების მიერ განხორციელებულ ვიზიტებს, საანგარიშო პერიოდში 543.6 ათასი შეადგინა, რაც 34%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 331.7 ათასი
ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 50%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად,
236.7 ათასი და 80 ათასი ვიზიტი.

2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 514.3 მლნ ლარს
გაუტოლდა, რაც 12.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე
საშუალო ხარჯი 2022 წლის II კვარტალთან შედარებით 16%-ით შემცირდა და 946 ლარი
შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…